„თმის მოქაჩვაზე გაქვთ რეაქცია“- პრემიერი პოლიციის მხრიდან, სავარაუდო ძალადობაზე

„ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია“- განაცხადა პრემიერ-მინიტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ არ იმოქმედონ ორმაგი სტანდარტებით.

„შარშან რა მასშტაბის იყო ძალადობა, რომელსაც მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პარტიები ახალისებდნენ და ამ უდიდესი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაჭერილი. ჩვენ გვაქვს მათ შორის გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცადოს, ვიდრე სამართლებრივი პროცედურებით დადგინდება სიმართლე ყველა საქმესთან დაკავშირებით. სათანადო ვადებში გაკეთდება ყველაფერი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ – სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

„სანქციები არასერიოზულია“ – ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები