,,სავიზო სააპლიკაციო ცენტრი გაიხსნება, როცა ვიზიტორების მიღება იქნება შესაძლებელი” – ბრიტანეთის საელჩოს განცხადება

ბრიტანეთის საელჩო განმარტავს თბილისში სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. საელჩო ამბობს, რომ სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება.

,,ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით.

გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.

ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან.

სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები