გააუპატიურა, თვითმკვლელობამდე მიიყვანა და მერვე სართულიდან გადახტა

გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბესიკ თორდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. დაკავებულის ქმედების გამო, მსხვერპლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საუბარია 26 წლის ყაზახ გოგონაზე, რომელიც საქართველოში სამუშაოდ იყო ჩამოსული.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პროკურატურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბესიკ თორდიამ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბესიკ თორდუას ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 „სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ – აცხადებენ პროკურატურაში.

მსგავსი თემები