„გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ იდენტური ცნებებია“- კობახიძე ბლოგერის საქმეზე

“წარმოუდგენელი რამის მომსწრეც ვართ და შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი სავარაუდო დანაშაული, ამ მასშტაბის გარყვნილება უბრალოდ წარმოუდგენელია”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ უჩა აბაშიძის ბრალდებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერების რაოდენობის გათვალისწინებით, მათ ფალსიფიცირებაზე საუბარი ვერც იქნება.

„არის საუბარი ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან. თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ, ვინც კასრებში ინახავდა ათასობით კომპაქტ-დისკს, რომლებზეც ადამიანების პირადი ცხოვრება იყო ასახული. ეს სავარაუდო დანაშაული, რაც ამ შემთხვევაში არის სახეზე, იმეორებს ზუსტად იმ ხელწერას, რომელიც დამახასიათებელი იყო „ნაცმოძრაობისთვის“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ეს კონკრეტული სავარაუდო დამნაშავე, უჩა აბაშიძე, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიურად მონაწილეობდა შესაბამისი აქციების ორგანიზებაში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური მოვლენა“- ამბობს პრემიერი.

მსგავსი თემები