აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

გმირთა მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია.  ახალგზრდებმა, რომლებიც „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპრტესტებენ, სავალი გზა ყველა მიმართულებით ჩაკეტეს. ადგიილზე მობილიზებლია პოლიცია და კანონდამრღვევ ახალგაზრდებს აკავებენ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ გზა არ გადაეკეტათ. ამ წუთებში აქციის მონაწილეებიი გზაზე, ასფალტზე დაჯდნენ და ტრანსპორტს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

“აღარ გვინდა რუსული ჭაობი” –  აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი სლოგანია: “პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის”

 

მსგავსი თემები