ავარია კახეთის გზატკეცილზე – დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა

კახეთის გზატკეცილზე,  ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული ქალი, უგონო მდგომარეობაში, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

დამატებითი დეტალები დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები