,,მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად, რომ მუშაობს”- სააკაშვილი

,,მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად, რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე,” – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიმართავს და ერთიანობისკენ მოუწოდებს.

,,ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ და ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” ამაში მგონი გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში. წვრილმანი წყენებით და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია და ვაპირებ აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყველა დღე ბრძოლისთვის და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად! – წერს სააკაშვილი.

მსგავსი თემები