დადის და კაცისშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს – ზარქუა პრეზიდენტზე

კონსტიტუციის დარღვევას არავის გავუტარებთ – პრეზიდენტს მთავრობისაგან თანხმობა, ნებართვა არა აქვს, დადის და კაცისშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არსებობს.

„გახსოვთ, პრეზიდენტზე რადიკალური ხელმოცარული ოპოზიციის თავდასხმები.ზოგი რა სიტყვებით მოიხსენიებდა, მერიდება კიდეც, ისეთი ეპითეტებით ამკობდნენ, ვერ გავახმოვანებ – ეძახდნენ უბედურებებს, მაგრამ დღეს მათი მხარდაჭერის ობიექტი გახდა. ლამის ვარსკვლავ ქალბატონად აქციეს. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ამ გადაწყვეტილებით ქალბატონი სალომე ადეკვატური და კონსტიტუციის დამცველი ვერ გახდება, არც ზნეს და ჩვევას შეიცვლის. როდესაც მთელი ქვეყანა, მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ამ დროს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ არ იმსახურებს. ამით ამ ხელმოცარულთა ნარატივს აძლიერებს. ეს არის მკაფიო გზავნილი მმართველი პარტიისგან, რომ არავის მათ შორის პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა არ შერჩება. ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს. იქნება კარგი ლუსტრაცია, თუ როგორ დაიწყება ხელმოცარულების ვაჭრობა – აბა, სააკაშვილი გამოუშვი და იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ, არ გამოუშვებ და ჩამოგაგდებთ. არც ერთმა არ იცით, რა მოლაპარაკებებია ფარულად, კარს მიღმა. კონსტიტუციის დარღვევას არავის გავუტარებთ – პრეზიდენტს მთავრობისაგან თანხმობა, ნებართვა არა აქვს, დადის და კაცისშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს, აქ კი მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას არ იმსახურებს. როდესაც პრეზიდენტი ევროპულ ვოიაჟს ასეთი განწყობით აანონსებს, მიუღებელია“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები