„ვიღაცის დასჯა და ჩამოხრჩობა კი არ გვინდა, არამედ პრევენცია გვინდა, რომ ტრაგედიიდან-ტრაგედიამდე ხელი არ გავიშვიროთ”- ელისაშვილი

პარლამენტის ბიუროს შოვში სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი დღეს წარედგინება.ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დროებითი საგამოძოებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ.

„ვიღაცის დასჯა და ჩამოხრჩობა კი არ გვინდა, არამედ პრევენცია გვინდა, რომ ტრაგედიიდან-ტრაგედიამდე ხელი არ გავიშვიროთ. გვჭირდება, რომ სისტემა გამართულად მუშაობდეს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს გარდა პრევენციისა. მომავალში მაინც უნდა დავაზღვიოთ ტრაგედიებისგან. როცა ზაფხულში მიდიხარ და დასვენება გინდა, გული არ უნდა გისკდებოდეს, რომ ღვარცოფში მოჰყვები და სტრუქტურები არ დროულად იმუშავებენ“, – განაცხადა ელსიაშვილმა.

 

მსგავსი თემები