,,მიწის გამო მომიკლა შვილი, მეორე შვილი დავკარგე”- კახეთში მეხანძრე-მაშველი მოკლეს

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში – მეზობელმა მეზობელი მოკლა. 85 წლის თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი მოკლა.

„სროლის ხმაზე გამოვედი, შვილო ბექა ხომ არ გესროლა-მეთქი, გავიქეცი და უკვე პულსი არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე,”- აცხადებს მოკლულის მამა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს მოჰყვა, რაც წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამო დავას უკავშირდება.

 

მსგავსი თემები