პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს უნდა მოუარონ და შესაძლებელია ელექტრო სამაჯურიც გამოიყენონ

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და შესაძლებლად მიაჩნია მისი პატიმრობა ელექტრო სამაჯურის გამოყენებით. აღნიშნულ თემაზე სალომე ზურაბიშვილმა  „ფრანს 24“-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„რამდენიმე რამეს ვაკეთებ, რათა ეს სიტუაცია შევამსუბუქო, თუმცა ზიანი რომელიც დადგა, მიყენებულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. მისი შეწყალება-არშეწყალება ამ ზიანს რეალურად არ ცვლის. მას უნდა მოუარონ,  ისევე, როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომლების შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც მოსალოდნელია ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები