,,ქალბატონს ეშინია”- გიული ალასანია სალომე ზურაბიშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეშინია. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.

,,ქალბატონს ეშინია. რაღაცის შიში აქვს, ფაქტია, რის გამოც ასე იქცევა, როგორც იქცევა. მე იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და ყველამ ერთხმად მითხრა, რომ არ არის ეს სწორი და ძალიან თავისუფლად შეუძლია მას ეს გააკეთოს. მთავარია სურვილი. რას ნიშნავს დისკუსია და დებატები აი ამ საკითხებზე, რა საკითხებია ეს, რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდესეს დისკუსია? ჩვენ უცხოელი ექიმები გვყავდა ჩამოყვანილი, პოლონეთი ყველანაირად მზად არის თუმცა ეს ექიმებიც ვერ ახერხებენ ჯერ ჩამოსვლას”,- განუცხადა გიული ალასანიამ ტვ პირველს.

მსგავსი თემები