ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ რეგიონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, რეგიონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, არტილერია უკრაინის საზღვრის მახლობლად ქალაქ მასლოვა პრისტანის გზაზე მოხვდა, რის შედეგადაც ჭურვის ფრაგმენტები მიმავალ ავტომობილებს მოხვდა.

მისივე ცნობით, ერთ მანქანაში ორი ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი თემები