ბელგოროდში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს შენობებს დაარტყეს

რუსულმა ონლაინ გამოცემა SOTA-ს ინფორმაციით, ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს. SOTA „ტელეგრამზე“ ბელგოროდის თავზე ამომავალი კვამლის ფოტოებსა და ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

SOTA-ს ცნობით, FSB-ის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე თავდასხმა დაადასტურა სამთავრობო Rybar Telegram-ის არხმა. მისივე ცნობით,თავდასხმა განხორციელდა ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზეც.

როგორც SOTA წერს,  კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე.

უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.

მსგავსი თემები