რატომ თქვა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა აშშ-ში სტაჟირებაზე უარი?! – მოსამართლის განმარტება

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ერთ-ერთია, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაჟირებაზე უარი განაცხადა. როგორც მოსამართლე თავად განმარტავს, მიზეზი პოლიტიკურია.

„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც“ – აცხადებს მოსამართლე კოჭლამაზაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეა.

 

მსგავსი თემები