საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ირკვევა, რომ 42 წლის კაცი ჰერაკლიონის ცენტრალური საპორტო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დააკავეს, როდესაც მან  პორტში შემოსული გემიდან 60 გრამზე მეტი ჰაშიშის შემცველი შეფუთვა მიიღო.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებული აცხადებს, რომ პაკეტი ნაცნობის სახელით მიიღო და იცოდა, რომ შეფუთვაში საკვები უნდა ყოფილიყო.

მსგავსი თემები