ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ნორვეგიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა.

ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, დასანქცირებული პირების სიას დაემატა კიდევ 87 ინდივიდუალური პირი და 34 სუბიექტი. სია ახლა უკვე 1,678 ინდივიდუალური პირისა და სუბიექტისგან შედგება.

,,მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთის მთავრობაზე და მის მხარდამჭერებზე. ამ სანქციებს აქვს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და უზრუნველყოფს, რომ ძირითადმა საშუალებებმა ვერ მიაღწიოს რუსეთის ომის ინდუსტრიას. ნორვეგია დანარჩენ ევროპასთან ერთად დგას და იგი ევროკავშირის სანქციების ყველა პაკეტს შეუერთდა. ჩვენ სოლიდარობას და სრულ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მათ ბრძოლას თავისუფლების მიმართ,” – ნათქვამია ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის მოქალაქეებს ნორვეგიაში ოფიციალურად აეკრძალათ ნებისმიერი მნიშვნელოვან სამთავრობო ინსტიტუტში თანამდებობის დაკავება.

მსგავსი თემები