„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ადასტურებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბახმუტის ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს

„ომის შესწავლის ინსტიტუტი” ადასტურებს, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის ცენტრში წინ მიწევენ და ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს.

განახლებაში ნათქვამია, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა 2 აპრილის ღამეს ადმინისტრაციის შენობის წინ ასწია რუსული დროშა და მოკლულ სამხედრო ბლოგერს პატივი მიაგო.  პრიგოჟინი აღიარებს, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის ძალები რჩებიან.

ექსპერტების შეფასებით, 3 აპრილს, რუსულმა ძალებმა ბახმუტის ცენტრში წინ წაიწიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელი სერგეი ჩერევატის თქმით, ბახმუტის ადმინისტრაციული შენობის გარშემო ბრძოლებია.

 

მსგავსი თემები