უკრაინაში ტყვეები დაბრუნდნენ, ზოგი დაჭრილია

რუსეთის ტყვეობაში მყოფი 12 უკრაინელი ქვეყანაში დაბრუნდა. მათ შორის 10 სამხედრო პირია, 2 კი სამოქალაქო.

„ტყვეობიდან გათავისუფლებულია 12 უკრაინელი – 10 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ჯარისკაცები და სერჟანტები ტყვედ დონეცკის ოლქში ბახმუტის, ოპიტნოესა და ორეხოვო-ვასილიევკა მახლობლად გამართულ ბრძოლებში და ლუგანსკის ოლქის კრემენაიასა და ჩერვონოპოვკას მახლობლად აიყვანეს. დავიბრუნეთ ორი მშვიდობიანი მოქალაქეც“ – აცხადებენ შტაბში.

5 ტყვე მძიმედ არის დაჭრილი.

 

მსგავსი თემები