კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტი პაველ ლებედი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიტროპოლიტის სახლში ჩხრეკაც ჩატარდა და გარკვეული მასალები წაიღეს.
მიტროპოლიტზე საქმე ს.ს. ორი მუხლითაა აღძრული. მას რელიგიური სიძულვილის გაღვივებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის გამართლებას ედავებიან.
მიტროპოლიტი ბრალდებას არ აღირებს და აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიისთვის მხარი არასდროს დაუჭერია.
უსაფრთხოების სამსახურმა ჩანაწერებიც გამოაქვეყნა, სადაც მიტროპოლიტი რუსი სამხედროების მხრიდან ხერსონის ოკუპაციას ამართლებს.