,,რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს – ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ”- მამუკა მდინარაძე

,,რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს – ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ, ეს „ბოლშევიკური ტროიკა“ ფსკერს ქვემოთ არის” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი  თქმით, ”რასაც ისინი ლაპარაკობენ, რა ნარატივსაც ალაგებენ, ფსკერს ქვემოთ არიან”.

,,როგორც კი, ჩემი მხრიდან სერიოზული შეფასება იქნება, ისინი შეიძლება, ფსკერზე ამოტივტივდნენ, მაგრამ ფსკერს მაინც ვერ ასცდებიან. თავისი ნარატივით არიან ერთი რუსული მდგმურები, მეორე რუსული რუბლებით და მესამე შარვალჩახდილია. ეს არის მათი სიმბოლიზმი, მაგრამ ამის მიღმა მათი ქმედებაც ამ სიმბოლიზმში რელევანტურად ჯდება. ომისა და ღალატის პარტიას, „ნაცმოძრაობას“ რომ რადიკალიზმში შეეჯიბრებით, შემდეგ მათი შეფასება რთულია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები