,,სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს”- ობდუსმენი კელი დეგნანს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს პირველად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

,,სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები