პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს და აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება ახალგაზრდებთან დაკავშირებით, სრულიად მიუღებელია.

„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება. შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.

ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე”, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ  ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები იყვნენ და ცდილობენ, „ნაცმოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ.

მსგავსი თემები