,,ვფიქრობ, დროა, ზეწოლა გაიზარდოს”- ანა ფოტიგა

,,ახლა, როდესაც „ქართული ოცნება“ იხევს უკან და აჩერებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების პროცესს, ვფიქრობ, დროა, ზეწოლა გაიზარდოს,”- ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.

„ვფიქრობ, ახლა არსებობს მომენტი, რადგან, თუ გახსოვთ 2019 წლის ცნობილი პროტესტის შემდეგ იყო ჩართულობა შარლ მიშელის მხრიდან და ეს პოზიტიური იყო. ჩვენ, ევროკავშირი, საკმაოდ დამცირებულები ვართ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ და იმით, რომ ყველა მხარის შეთანხმება არ იყო დაცული. ახლა, როდესაც „ქართული ოცნება“ იხევს უკან და აჩერებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების პროცესს, ვფიქრობ, დროა, ზეწოლა გაიზარდოს. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ვცადოთ და ვიმუშაოთ. შესაძლოა, ჩვენ არ ვიყოთ კმაყოფილები, მაგრამ ჩვენ ვიცით ქართველი საზოგადოების ნება და ამიტომ ზეწოლას ვაძლიერებთ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

მსგავსი თემები