,,კონსოლიდაცია როგორც საგარეო ფრონტზე, ისე ქვეყნის შიგნით”- ზურაბ ჯაფარიძე

,,გასულმა დღეებმა და თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში, ეს სისტემა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, არც ისე ძლიერია და არსებობს გზა, როგორ შეიძლება ამ სისტემას დავახევინოთ უკან,”- ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ სამი პოლიტიკური პარტიის, „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს კონსოლიდაცია როგორც საგარეო ფრონტზე, ისე ქვეყნის შიგნითპოლიტიკური ძალების, სამოქალაქო სექტორის, ცნობადი სახეების.

,,ყველამ ერთად შევძელით, რომ ივანიშვილმა უკან წაიღო რუსული კანონი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. გვესმის, საზოგადოებაში არის ძალიან მაღალი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და ისიც გვესმის, რომ პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე. უნდა გავიაზროთ, რამ მოიტანა ეს გამარჯვება, რა იყო ის ფაქტორები, რის გამოც ჩვენ შევძელით ამ შემთხვევაში, სისტემის დამარცხება. ჩვენი აზრით, ეს იყო ის, რომ იყო ძალიან გასაგები კონკრეტული მოთხოვნა, რა იყო გასაკეთებელი და ჩვენი საგარეო პარტნიორების მხრიდან იყო მკაფიო, გასაგები, არაორაზროვანი გზავნილები, დაცლილი ყოველგვარი დიპლომატიური ენისგან. ახლა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ისტორიული შანსი ამ ქვეყანას არ აქვს. ფორმულა გვაქვს, წინა დღეების განმავლობაში ვნახეთ როგორ უნდა დაიხიოს სისტემამ უკან. ამ ფორმულის გამოყენებით უნდა ავარჩიოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, კონკრეტული მოთხოვნები და ისევ უნდა ვცადოთ, ყველამ ერთად, კონსოლიდაცია როგორც საგარეო ფრონტზე, ისე ქვეყნის შიგნით ყველა პოლიტიკური ძალის, სამოქალაქო სექტორის და ცნობადი სახეების. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ასეთი ტიპის კონსულტაციები, ვაპირებთ კონსულტაციების გაგრძელებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა  ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები