,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი”- ლევან ხაბეიშვილი

,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი, პროტესტი რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა,”- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,მოქალაქეებმა დაამსხვრიეს მითი ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის შესახებ.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი. პროტესტი, რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა. გულწრფელად უნდა ითქვას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ამ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ „ყველაზე დიდი პარტიის ინტერესებს“,  რომელსაც ჰქვია საქართველო, ჩვენი ევროპული მომავალი და ეს ახალგაზრდები და ადამიანები იცავდნენ, დაიცვეს და დაამსხვრიეს მითი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის. ის, რომ აქამდე ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა დღის წესრიგს ამ ქვეყანას, ეს რეალობა არის დანგრეული და რეალობა დაანგრია მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებმაც ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს. ამ დღეების განმავლობაში, მათი თავგანწირულობით დაიდო შედეგი, რომელსაც ჰქვია „არა რუსულ კანონს,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები