,,გამოძიებით დადგინდება ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი”- თეიმურაზ კუპატაძე

,,გამოძიების დროს დადგინდება ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი, ვერ გეტყვით სად დაკარგა,”- ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ თვალის სავარაუდო დაკარგვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

„აღნიშნულ ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. შესაბამისად აღნიშნული ფაქტის დადგენისა და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში მათ ექნებათ შესაბამისი რეაგირება. ზუსტად ვერ გეტყვით დაკარგა თუ არა, გამოძიებით დადგინდება ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი. არ ვიცით, ვერ გეტყვით, სად დაკარგა“, – განაცხადა კუპატაძემ.

მსგავსი თემები