,,2023 წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის წლისთავთან დაკავშირებით, ”ტვიტერზე” ვიდეო აქვეყნებს და წერს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინამ გააკეთა საკუთარი არჩევანი.

მისი თქმით, 2023 წელი მათი გამარჯვების წელი იქნება.

,,24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი. არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯი და ყვითელი. გაქცევა კი არა, პირისპირ დახვედრა. წინააღმდეგობა და ბრძოლა.
ეს იყო ტკივილის, მწუხარების, რწმენისა და ერთიანობის წელი. წელს კი ჩვენ უძლეველი დავრჩით. ვიცით, რომ 2023 წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!”,- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები