,,ამერიკული კანონი არაა თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, “ხალხის ძალის” მისი მოდიფიცირებული ვერსიაა” – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი”უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ ამერიკული კანონის მოდიფიცირებული ვერსია.

მისივე თქმით, ამერიკული კანონი არ არის თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

„ამ კვირაში ჯერ არ გამოდის ეს საკითხი სესიაზე, ალბათ ორ კვირაში გამოვა, მანამდე ჩვენ გვექნება კონსულტაციები, შევხვდებით „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს, ასევე, უმრავლესობის ფორმატში გვექნება კონსულტაციები და უახლესი ორი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. პირველად სურათს რაც შეეხება, ჩვენ წინასწარაც გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგალითად, თავის დროზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა დააკოპირეს ამერიკული კანონი და ჩვენ გვკითხეს რჩევა, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ასეთი კანონის მიღება საქართველოში, რაზეც გვქონდა პრინციპული პოზიცია, ამერიკული კანონი არ არის თავსებადი რეალურად ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, აქედან გამომდინარე, ამ კანონის ასლის მიღება საქართველოში იქნებოდა აბსოლუტურად მიუღებელი, შესაბამისად, მათ ჩამოაყალიბეს ისეთი კანონპროექტი, რომელიც არის არა ამერიკულის ასლი, არამედ არის მისი მოდიფიცირებული ვერსია. არსებითად რაც წარმოდგენილია კანონპროექტში, ის ეხება გამჭვირვალობას, ადგენს შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობის წესს, ბუნებრივია, გამჭვირვალობაში პრობლემას ვერავინ დაინახავს, რომც მოუნდეს ამ პრობლემის დანახვა, დანარჩენ დეტალებზე მსჯელობა გვექნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები