ფილარმონიაში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის, კინომსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან უამრავი ხალხია შეკრებილი.

ბუბა კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.

მსგავსი თემები