,,უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო ყოველთვის, ჩვენ სათანადო მეგობრობას, როგორც ჩანს ვერ ვუწევთ“- გიული ალასანია

,,ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს,” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 17 დეკემბერს მიმართეს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცათ უკრაინის ომბუდსმენისთვის, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელებს, იმიტომ, რომ ჩემი შვილის მხარდაჭერა მუდმივად იგრძნობა, მე ამას ყველანაირად ვგრძნობ. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც მსგავსი შემთხვევები იყო, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს. უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო ყოველთვის, ყველა ეტაპზე და ჩვენ სათანადო მეგობრობას, როგორც ჩანს ვერ ვუწევთ“, – აღნიშნა ალასანიამ.

 

 

მსგავსი თემები