,,დავკარგეთ ხალხი, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები, პატრიოტები, საიმედო ხელმძღვანელები, ნამდვილად დიდი დანაკარგია სახელმწიფოსთვის”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბროვარში ავიაკატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

მისი თქმით, ბროვარში, ავიაკატასტროფის ადგილას სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა.

„25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ჩემი სამძიმარი ყველას, ვინც ახლობელი და ნათესავი დაკარგა. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები, პატრიოტები, საიმედო ხელმძღვანელები. მინისტრი დენის მონასტირსკი, ევგენი იენინი და მათი კოლეგები, რომლებიც კატასტროფაში დაიღუპნენ, ადვილად ჩასანაცვლებელი ხალხი არაა. ნამდვილად დიდი დანაკარგია სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები