ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადის მთავრობა ჯერ არ განიხილავს უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადის მთავრობა ჯერ არ განიხილავს უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს.

„ჩვენ განვიხილავთ უკრაინის ყველა მოთხოვნას, თუმცა ჯერ არ ვართ მზად ამისთვის Leopard 2-ის ტანკებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც სჭირდება, რათა მათ შეძლონ რუსეთის დამარცხება“, – განაცხადა ტრუდომ.

მანამდე, კანადურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავს, მიმართოს კანადას Leopard-2-ის ტანკების მიწოდების თხოვნით, თუ გერმანია ტანკების რეექსპორტს დაუჭერს მხარს.

 

 

მსგავსი თემები