რუსეთის ძალებმა კრამატორსკი დაბომბეს – დაიღუპა ორი ადამიანი

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დაბომშვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სარაკეტო დარტყმა ქალაქზე. ოკუპანტებმა დაარტყეს საგზაო ნაწილს და ავტომობილს ხალხით. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა ტიმოშენკომ.

მსგავსი თემები