,,სააკაშვილი იმსახურებს ნებისმიერ სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში”- ვოლსკი

,,სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათ შორის მოკვდინებაში,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით,  სააკაშვილი დამნაშავეა არა მხოლოდ იმ მუხლებით, რაც მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს, არამედ დამნაშავეა სადისტური მმართველობის ჩამოყალიბებისთვის.

„კონკრეტული პიროვნების მიმართ ეს დამოკიდებულება, რომელიც დღეს აქვს შექმნილი თაღლითების პიარჯგუფს, გარკვეული ანალიზის აუცილებლობას განაპირობებს. არის თუ არა იგი დამნაშავე? აშკარად დამნაშავეა. არის თუ არა დამნაშავე არა მარტო იმ მუხლებით, რომელიც მის მიმართ არის წაყენებული, არამედ ზოგადად, სადისტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობისთვის? იგი დამნაშავეა. სწორედ ეს რეალობა რომ გადაიფარის, ახლა „მაგნიტსკის სიის“ შექმნის საკითხი მოიგონეს. სააკაშვილი, სადისტური და სისტემური დანაშაულებრივი მმართველობის ავტორი, გაუტოლეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ეწამა და რომელმაც სიცოცხლე დაკარგა რეჟიმთან ბრძოლაში, თავად იყო რეჟიმის მსხვერპლი. სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება, მის მიმართ ასეთი ინსინუაციების გამოგონება გაგრძელდება. დღეს არ არის პირველი დღე, როდესაც ჩვენ გვესმის სხვადასხვა ფანდები და პიარნაბიჯები, რითიც საზოგადოების ყურადღება უნდა მიიპყრონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

მსგავსი თემები