,,ამ ტყვიებით არის ჩემი ეზო მოფენილი…კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი მოგესალმებათ”- მოქალაქემ ეზოში ტყვიები იპოვა

მოქალაქე ანა კუხალეიშვილის სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელეს და წერს, რომ ეზოში ახალი წლის აღსანიშნად ნასროლი ტყვიები იპოვა. მისი თქმით, ეზო ტყვიებით არის მოფენილი.

“სადაც მოასწრო აკრიფა, რომ კვალი არ დაეტოვებინა, მაგრამ ჩემს ეზოში ჩამოყრილ ამ ტყვიებს ვერაფერს უზამდა… ხალხო, ამ ტყვიებით არის ჩემი ეზო მოფენილი…

ხალხი, რომელსაც ძაღლის ყეფის ეშინია აი ამ ტყვიებს ისვრის ახალ წელს უმისამართოდ…

კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი მოგესალმებათ 2023 წლის 3 იანვარს ჩემი სახით” – წერს ანუკა კუხალეიშვილი.

მსგავსი თემები