რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ქალაქ მაკიივკაში 63 რუსი სამხედრო დაიღუპა.
“კიევის რეჟიმმა ამერიკული წარმოების HIMARS-ით ექვსი სარაკეტო დარტყმა მიაყენა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის დროებითი განლაგების პუნქტს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მაკიივკას დასახლების ტერიტორიაზე…. დაიღუპა 63 რუსი სამხედრო” – წერია განცხადებაში.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს მაკიივკაში 400-მდე მობილიზებული რუსი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 300.