პიცა უფასოდ – სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე ხალხს უფასოდ გაუმასპინძლდება

სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე მთელი იანვრის განმავლობაში ხალხს პიცას უფასოდ სთავაზობს. სწრაფი კვების ობიექტის ედინბურგში მდებარეობს და მისი მფლობელი 55 წლის მარკ ვილკინსონია.

„ძალიან მომწონს ჩემი წამოწყება, რადგან ეს ყველასთვის გამარჯვებაა, როგორც კლიენტისთვის, ისე მომმარაგებლისთვისა და ჩემი გუნდის წევრებისთვის, რადგან მათ მეტი სამუშაო საათი გამოსდით“, – აღნიშნავს ვილკინსონი.

მისი თქმით,  წამოწყება დაახლოებით 12 000 ფუნტი სტერლინგი დაუჯდება. მისივე განმარტებით, ობიექტს 6 წუთში 18 პიცის წარმოების რესურსი აქვს.

„გამუდმებით მესმის, როგორ აისახება გაძვირებული ცხოვრება ხალხზე, ამიტომ ვიფიქრე, რომ ჩემი ღუმელები ისედაც მთელი დღე მუშაობს და მათ შეუძლიათ მეტი დატვირთვით იმუშაონ, თუ ეს ხალხს დაეხმარება. ალტრუიზმი ძალიან მაინტერესებს, ამიტომ გადავწყვიტე მეცადა“,- განაცხადა ვილკინსონმა.

 

მსგავსი თემები