,,გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება”- საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი

გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება – ჩვენ ველით, რომ მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიას განიცდის“, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.

მისი თქმით, პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს, სავარაუდოდ, გლობალური ზრდის დონეზე ან მის ქვემოთ იქნება.

„ახალი წელი იქნება უფრო რთული, ვიდრე ის წელი, რომელსაც უკან ვტოვებთ. რატომ? იმიტომ, რომ სამი დიდი ეკონომიკა – აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი – ერთდროულად განიცდიან ეკონომიკურ ვარდნას”, – აღნიშნა გეორგიევამ.

 

მსგავსი თემები