ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის გადაწყვეტილების მიღების გასაადვილებლად, რიგითმა მოქალაქეებმა სააკაშვილი სათითაოდ უნდა შეიწყალონ.
„ის არ არის სიკვდილმისჯილი და მას აქვს უფლება იმკურნალოს და თუ ეს აქ ამ ქვეყანაში არ ხერხდება, ეს მოხდეს უცხოეთში და აუცილებლად უნდა მოხდეს უცხოეთში. ერთია ციხეში ჯდომა და მეორეა, რომ არ უნდა მოკვდეს ეს ადამიანი ციხეში, ამიტომ მე ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ მოწყალებისკენ. თუ ჩვენი მოსახლეობა, რიგითი ადამიანები სათითაოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, რაც დღეს აბსოლუტურად რეალურია, მაშინ მმართველ გუნდს გავუადვილებთ ამოცანას“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.