„მზად ვარ, თუნდაც ხვალვე, რინგზე გავიდე პუტინთან ერთად” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რინგზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად გავიდეს, ამის შესახებ  მან ფრანგულ ტელეარხთან, LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნამდვილ კაცს, თუ სურს, ვინმეს მესიჯი გადასცეს, ან უნდა მუშტი დაარტყას სახეში, ამას თავად აკეთებს და შუამავლებს არ გზავნის. მზად ვარ, რინგზე გავიდე პუტინთან, თუნდაც ხვალვე“ – განაცხადა ზელენსკიმ ფრანგული ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, დასავლური პრესის თანახმად, პუტინმა რამზან კადიროვს სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისას ზელენსკის მოკვლა უბრძანა.

მსგავსი თემები