,,ცნობილი ნარატივი, რომ კვდება, აღმოჩნდა ტყუილი”- მდინარაძე სააკაშვილზე

,,სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცნობილი ნარატივი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება, აღმოჩნდა ტყუილი.

„სამართლებრივ და ფორმალურ მხარეზეა ყურადღება გადატანილი, რომ გადაიფაროს რეალურად რაც ხდება. სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაიფაროს, რაც გამოაშკარავდა მესამედ, ამის გადატანის მცდელობაა ფორმალურ მხარეზე. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერი, უკანონოა. პატივისა და ღირსების ნაწილში თუ რაიმე შეიძლება, ყოფილიყო, სამინისტრომ ასეთი კადრების გასაჯაროებაზე, როგორც ჩანს, თავი შეიკავა. პირველად გამოაშკარავდა, თითქოს შიმშილობდა და გახდა ცნობილი, რომ ტყუილი იყო ეს. მეორედ იყო წამება, თითქოს აწამებდნენ და მესამე შემთხვევაში, სპეცოპერაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ჩავარდა. ცნობილი ნარატივი, რომ კვდება, აღმოჩნდა ტყუილი. კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს აყენებდა მედპერსონალს და ა.შ. რაც შეეხება მის სიმულაციას. სიმულაციამ აჩვენა შემდეგი – მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით, 50 დღეზე მეტი იშიმშილა, ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით, სამი საათი იშიმშილა. ასეთ აბსურდულ რეალობასთან გვაქვს საქმე. მხილებული იქნა, როგორც ნაცმედია, ასევე უცხოელი ლობისტები, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერის წარმომადგენლები. სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები