„ნაპოლის“ სახე, რომელსაც მსოფლიო დიდი ყურადღებით აკვირდება“- რას წერს იტალიური გამოცემა კვარაცხელიაზე

იტალიური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ქართველი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესს შეეხება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფეხბურთელი დიდი ალბათობით, ნეაპოლელებს შეკრების განახლებისას დაუბრუნდება.

„კვარა თბილისშია, შესვენებას სახლში ატარებს და ასევე აგრძელებს ექიმი ლუმბაგოს პროგრამით რეაბილიტაციას. მაგრამ მზად იქნება მომავალი ორშაბათისთვის, როდესაც „ნაპოლი“ ვარჯიშს განაახლებს.

სახლში მას დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან. ის ქუჩაში შეხვდა ბავშვებს, რომლებსაც ავტოგრაფები დაურიგა მაისურებსა და ბურთებზე – ასეთია კვარაცხელია, „ნაპოლის“ სახე, რომელსაც მსოფლიო დიდი ყურადღებით აკვირდება“, – წერს გამოცემა.

მსგავსი თემები