,,არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთზე თავდასხმა იყო”- ანჯდეი დუდა

,,არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნა იყო პოლონეთზე საერთაშორისო თავდასხმა,”- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელში აფეთქება დიდი ალბათობით უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული.

,,არ არსებობს მინიშნება, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე. სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 რაკეტა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

 

მსგავსი თემები