,,რუსეთს ელაპარაკებიან მშვიდობის შესახებ, საპასუხოდ ის რაკეტებს ისვრის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთს სთავაზობენ ათ პუნქტს ომის დასასრულებლად და ის ისვრის ათ რაკეტას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, რუსეთი მშვიდობის საპასუხოდ რაკეტებს ისვრის.

,,რუსეთს ელაპარაკებიან მშვიდობის შესახებ, საპასუხოდ ის რაკეტებს ისვრის. მას ელაპარაკებიან გლობალური კრიზისების შესახებ, რაც რუსეთმა გამოიწვია, პასუხი კი – ირანული თვითმფრინავებია. მას სთავაზობენ ათ პუნქტს ომის დასასრულებლად და ის ისვრის ათ რაკეტას მშვიდობის შესახებ ყოველ პუნქტზე,”- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები