,,რუსეთის ტერორი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთის ტერორი მხოლოდ უკაინის საზღვრებით არ შემოიფარგლება.

„დღეს მოხდა ის, რის შესახებაც გაფრთხილებას ჩვენ დიდი ხანია, ვაკეთებდით. რუსეთის ტერორი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება. რუსული რაკეტები პოლონეთსაც მოხვდა. რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფო მხოლოდ ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლებოდა? რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაციაა, საჭიროა მოქმედება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები