უკრაინაში ომს ქართველი ძმები ემსხვერპლნენ

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ეთნიკურად ქართველი, უკრაინის მოქალაქე ძმები თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები ემსხვერპლეს.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლი, 37 წლის ერნესტ მაჭარაშვილი 13 ოქტომბერს ხერსონთან ახლოს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი ძმა, უკრაინის არმიის მოხალისე კაპელანი, თემურ მაჭარაშვილი აპრილში ზაპოროჟიეს ფრონტზე ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს და სასტიკი წამებით მოკლეს.

თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები ომის დაწყების დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა დაბრუნება და ოკუპანტთან ბრძოლა პირველივე დღეს გადაწყვიტეს.

მსგავსი თემები