მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საბრიფინგოდ გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სახელობის ბიბლიოთეკის პოლიტიკურ სივრცედ გამოყენების წინააღმდეგია, როგორც სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, სწორედ ეს გზავნილი გადასცა მას შვილმა.

„მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ ერევა პოლიტიკურ საკითხებში, ჩვენც არ გველაპარაკება. ჩემთან „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე არ უსაუბრია. ერთადერთი ის აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც უნდა იღებდნენ მსგავს გადაწყვეტილებებს, რადგანაც ამისთვის ოფისები არსებობს”, – განაცხადა გიული ალასანიამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში, პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგი გამართა.

 

მსგავსი თემები