,,ვინც ამბობს, რომ ევროპარლამენტმა ოლიგარქში ივანიშვილი იგულისხმა და კანონიც მას უნდა ეხებოდეს”- გია ვოლსკი

,,ის, ვინც დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროპარლამენტმა ოლიგარქში ივანიშვილი იგულისხმა და კანონიც მას უნდა ეხებოდეს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ევროპარლამენტს,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ცალკეულ პიროვნებაზე კანონპროექტის მორგება და ამაზე საუბარი ევროპარლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არის ევროსტრუქტურების დისკრედიტაცია.

„ევროსტრუქტურებიდანაც საკმაოდ კეთილგანწყობილი რეკომენდაცია მივიღეთ. არსებობს უკრაინაში მიღებული კანონი, არსებობს კრიტერიუმები და თუკი ამ კრიტერიუმებზე რამე დასამატებელია ან ამოსაკლები, ამის გარჩევა სამუშაო ჯგუფებში შეიძლებოდა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ეს არ მოხდა.

ამ საკითხის განხილვა ისე, რომ ეს უნდა ეხებოდეს ივანიშვილს და ევროპარლამენტმა სწორედ ის იგულისხმა, არის სერიოზული დარტყმა ევროპარლამენტზე, ეს არის ბრალდება, რომ სწორედ ივანიშვილზე მორგებული კანონი უნდა მიგვეღო და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროპაში არ იცოდნენ ვინ არის კეზერაშვილი, ძალიან ცდება. კეზერაშვილის განცხადება,რომ ფინანსურ რესურსებს ფლობს და სწორედ პოლიტიკის მართვისთვის გამოიყენებს ამას, მათ შორის, მედიაზე გავლენისთვის, რომელიც ზუსტად ემთხვევა კრიტერიუმებს, რაც თუნდაც უკრაინაშია მიღებული დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ცალკეულ პიროვნებაზე კანონპროექტის მორგება და ამაზე საუბარი ევროპარლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არის დისკრედიტაცია ევროსტრუქტურების,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

 

მსგავსი თემები