უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა.

დაღუპულ ქართველს დღეს პატივი მიაგო უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმაც.

ცნობისთვის, 40 წლის გუგა გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.

მსგავსი თემები